ჩვენი სერვისები

farto formatiani bechdva

ფართოფორმატიანი ბეჭდვა

ფართოფორმატიანი, ანუ დიდი ზომის გამოსახულების ბეჭდვა დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თქვენი კომპანიის ბრენდის წარმოსაჩენად.

ყოველდღიურად ვხვდებით ასეთი ნაბეჭდის სხვადასხვა ნიმუშს. დიდ ფორმატზე დატანილი წარწერა და გამოსახულება მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია და შესაბამისად ყურადღებასაც მარტივად იქცევს.

ასეთი ნაბეჭდი, რეკლამის სახით, შეიძლება გამოიყენოთ როგორც გარე ასევე შიდა სივრცეში რეკლამირებისათვის. თქვენ შეგიძლიათ დიდი ზომის გამოსახულება დაბეჭდოთ სტიკერზე, პოსტერზე, ფირზე, ბანერზე და ა.შ

 

გარე რეკლამა და სტენდები

დღითიდღე უფრო და უფრო რთული ხდება რეკლამის საშუალებით პოტენციური მომხმარებლის ყურადღების მიქცევა. სტანდარტული ხერხები უკვე აღარ არის ეფექტური, საჭიროა კრეატიული და ყურადღების მისაპყრობი საშუალება.

ასევე, მიშვნელოვანია გარე რეკლამა იყოს მკაფიო ვიზუალის, ყურადღების უკეთ მისაქცევად. გარე რეკლამა რამდენიმე ტიპისაა: აბრები, მოცულობითი ასოები, ლაითბოქსი (მანათობელი ყუთი).

 

პრომო სტენდი
ოფსეტური ბეჭდვა

ოფსეტური ბეჭდვა

ოფსეტური ბეჭდვა არის ბეჭდვის ერთ-ერთი ტექნოლოგია. ეს არის კარგი საშუალება უმაღლესი ხარისხისა და დიდი რაოდენობის მასალის მინიმალური დანახარჯით დასაბეჭდად.

ასევე, ოფსეტური ბეჭდვა არის კარგი საშუალება დიდი რაოდენობის ტირაჟის მინიმალურ დროში დასაბეჭდად. ჩვენ გთავაზობთ ოფსეტური ბეჭდვის მეთოდით სხვადასხვა პროდუქტის: ფლაერების, პოსტერების, ბროშურებისა და კალენდრების ბეჭდვას.

 

მყარ მასალაზე ბეჭდვა (UV ბეჭდვა)

მყარ მასალაზე ნაბეჭდი უახლესი ტექნოლოგიით საშუალებას გაძლევთ თქვენი პროდუქტი გახადოთ მეტად ეფექტური და გამძლე გარე თუ შიდა პირობებში. UV ბეჭდვა შესაძლებლობას გაძლევთ დაბეჭდოთ სასურველი ნახატი ფანერაზე, პვქ-ზე, ორგმინაზე, მეტალზე, შუშაზე, ტელეფონის ჩასადებ ქეისებზე და სხვადასხვა სახის მყარ მასალაზე. 

ჩვენთან ნაბეჭდი უცვეთი ფერებისაა და უმაღლესი ხარისხის! 

დაბეჭდეთ მყარ მასალაზე
მყარ მასალაზე ბეჭდვა